მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან $27.5 მილიონი გაყიდა

6065b96fede48
ელენე გოგბერაშვილი
01.04.21 16:13
1173
2021 წლის 1 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე 27 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4401 შეადგინა.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა ლარის მერყეობის შესარბილებლად სავალუტო რეზერვებიდან მიმდინარე წელს უკვე გაყიდა 160 მილიონი დოლარი.