მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა სანქციების მონიტორინგის განყოფილება შექმნა - კობა გვენეტაძე

62e12a261d415
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.22 16:05
1020
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ სებ-მა ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების მონიტორინგის განყოფილება შეიქმნა. გვენეტაძის თქმით, ამ განყოფილებაში 5 ადამიანი არის დასაქმებული.

“მინდა, მოგახსენოთ, რომ 2022 წლის პირველი ივლისიდან ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩვენ შევქმენით ახალი განყოფილება, რომელსაც ეწოდება სანქციების მონიტორინგის განყოფილება. დღესდღეობით, 5 ადამიანი მუშაობს ამ განყოფილებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სერიოზულად ვეკიდებით ამას. ეს სამუშაოები შესაძლებელს ხდის, რომ სანქციები,რომლებიც მოქმედებს მათი გვერდის ავლა ჩვენი ფინანსური სისტემით არ მოხდეს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

პარლამენტში გამართულ მოსმენაზე სებ-ის პრეზიდენტმა ვითიბი ბანკის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მოქმედებების შედეგად, ომის დაწყებიდან მალევე სანქცირებული ბანკის მიმართ სწრაფი ნაბიჯები იქნა გადადგმული.

“ჩვენ დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები სანქცირებულ ბანკთან დაკავშირებით, რამაც ასევე გააკეთა მიტიგაცია იმის, რომ სანქციების ნაწილი ამ მიმართულებით ჩვენზე არ გადმოსულიყო და საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით,” - განაცხადა კობა გვენეტაძემ.