მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა ტექსპრინტს უმასპინძლა

61975bbda007d
ინგა მურუსიძე
19.11.21 19:35
604
საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. სებ-ის ინიციატივით, 5-15 ნოემბერს, მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი შესაძლებლობები ტექსპრინტზე გამოცადეს, - ინფორმაციას თავად სებ-ი ავრცელებს.

"ტექსპრინტის მიზანი იყო მაღალი სიზუსტის გამოსახულების ტექსტად გარდაქმნის (OCR) მოდელის შექმნა“ რომლის შედეგადაც განსხვავებული ფორმატის (შრიფტი, ხარისხი, სხვა ენასთან შერეული) ქართულენოვანი ოფიციალური დოკუმენტების მაღალი სიზუსტით წაკითხვა და მოცემული ჩანაწერის ციფრულ ფორმაში გარდაქმნა გახდებოდა შესაძლებელი. ტექსპრინტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადობის მოწმობიდან საიდენტიფიკაციო მონაცემების ამოღებას.

გამარჯვებულების გამოვლენისას უპირატესობა მიენიჭა პრობლემის გადაწყვეტისათვის შერჩეული მიდგომის ადეკვატურობას და პროგნოზირების სიზუსტეს. ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით, საუკეთესო შედეგი აჩვენა გუნდმა, რომლის წევრებიც სოსო სუხიტაშვილი და ორხან შამილოვი არიან", - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციას სხვადასხვა თემატური პროექტებსა და კონკურსების სახით.
(NS)