14.ივნისი .2020 10:18

ერთ დღეში 3 კორპუსი გაზით აფეთქებას გადავარჩინეთ - „თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს მიმართავს

views 602
უკან

კომპანია "თბილისი ენერჯის' განცხადებით, თბილისში, სამ უბანში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. გლდანის მე-8 მკრ-ში, ვაზისუბნის მე-3 მკრ-სა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია.

"სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა. ინციდენტის ადგილებზე მისულმა, თბილისი-ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის -114 -ის თანამშრომლებმა , ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები და ლიფტის შახტები. თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს გაზი, გაანიავეს საცხოვრებელი ფართი. სამივწე კორპუსში სადაც გუშინ რამდენიმე მობინადრემ გაზის მოხმარების წესები დაარღვია, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დადგა"-აცხადებენ კომპანიაში.

თბილისი ენერჯი მოქალაქეებს აფრთხილებს დაიცვან ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები.

"საქართველოს კანონმდებლობით ყველა მობინადრე თავად არის პასუხისმგებელი მის ფართში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების დარღვევაზე.ნუ დატოვებთ გაზის ონკანებს ჩართულ მდგომარეობაში, უყურადღებოდ"-აცხადებენ კომპანიაში.