მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ დღეში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა კორონავირუსის საფრთხის გამო $139 მლრდ-ით იზარალეს

5e54d47539e89
ნათია თაქთაქიშვილი
25.02.20 12:30
1474
კორონავირუსის საფრთხის გამო, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა 139 მილიარდი დოლარი დაკარგა. ინფორმაციას Bloomberg-ზე დაყრდნობით სააგენტო apa.az ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ვირუსის გლობალური გავრცელების საფრთხემ საფონდო ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

წამყვანი ამერიკული საფონდო ინდექსები 24 თებერვლის ვაჭრობის დასასრულს, 3%-ით შემცირდა. ამერიკულ სამრეწველო ინდექს Dow Jones 3.56%-იანი კლება ჰქონდა, S&P 500-ს - 3.35%-იანი, მაღალტექნოლოგიურ სააქციო ბირჟა Nasdaq-ს  – 3.71%-იანი.

გამოცემის მიხედვით, ყველაზე დიდი დანაკარგი ფრანგული კომპანია LVMH-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ და Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განიცადეს. თითოეულმა მათგანმა 4.8 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ესპანური სავაჭრო ქსელის Inditex fashion group-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ამანსიო ორტეგამ ერთ დღეში 4 მილიარდი დოლარით იზარალა, Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კი - 3.48 მილიარდი დოლარით.