მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ-ერთ დახურულ ტენდერში ოთხმა კომპანიამ 80 ონკომედიკამენტზე ერთიდაიგივე ფასი დააფიქსირა - აზარაშვილი

6429c47adf298
ინგა მურუსიძე
02.04.23 22:01
1244
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი კვლავ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არარეალისტურად გაზრდილ ფასებზე საუბრობს. მინისტრმა მაგალითად მოიყვანა დახურული ტენდერი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა და ოთხმა მომწოდებელმა 80 მედიკამენტზე ერთიდაიგივე ფასი დააფიქსირა.

„პირველადი შეფასება, რაც ონკომედიკამენტების ფასებთან დაჯავშირებით არის და სერიოზული ეჭვი გაჩნდა, გახდა საფუძველი, რომ კონკურენციის საააგენტოს მოკვლევა დაეწყო. საქმე ეხება შეთანხმებულ მოქმედებას ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან. სამწუხაროდ, ეს აისახება ჩვენს მოქალაქეებზე, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია დიდი ფარმაცევტული კომპანიის გარდა დაწესებული ფასების მიღმა სადმე შეიძინო ონკოლოგიური მედიკამენტები.

ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ონკოლოგიური მედიკამენტების პროგრამა, ბიუჯეტი 87 მლნ ლარია და იქ შეიქმნა ეს პრობლემა. როცა ერთ დღეს, 15 მარტს, ოთხმა სხვადასხვა მომოწოდებელმა, 80 ონკოლოგიურ მედიკამენტზე ზუსტად ერთიდაიგივე ფასი დააფიქსირა დახურული აუქციონის ტიპის ტენდერში. ეს ბადებს ეჭვს, რომ მოქმედება შეთანხმებული იყო და შეუძლებელია, რომ 1 ლარის სიზუსტით ამდენ მედიკამენტზე ამდენ კომპანიას მოსვლოდა აზრად და ერთი ფასი დაეწესებინა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ სექტორს ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ ზრდაში ადანაშაულებს. საკითხს კონკურენციის ეროვნული სააგენტო იკვლევს.