მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენთვის კომენდანტის საათია” - ავტოიმპორტიორი

6067f5f155573
ანა ჯოხაძე
03.04.21 18:14
933
პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გავლენის შესამსუბუქებლად ავტოიმპორტიორებს ხელშესახები დახმარება სხვა სექტორებისგან განსხვავებით ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც CAR TRADE-ის დირექტორი მაკა ყრუაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, პანდემიის დასაწყისში კომპანიას გაყიდვები ოთხჯერ შეუმცირდა და პირველი 8 თვე კომპანიისთვის განსაკუთრებით რთული იყო. დღეს მისი თქმით, მდგომარეობა სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა იმისთვის, რომ CAR TRADE პანდემიამდე ნიშნულს დაუბრუნდეს 1 წელი მაინც დასჭირდება. როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, დღეს მათთვის მთავარი პრობლემა კომენდანტის საათი და ამ მიმართულებით არსებული შეზღუდვებია, რაც კომპანიის სრულფასოვან ფუნქციონირებას აფერხებს.

“ავტომობილებს ამერიკაში ვყიდულობთ და იქიდან ჩამოგვყავს. დროის სხვაობის გამო, ჩვენი სამუშაო არის საღამოს. მომხმარებლები მოდიოდნენ ადგილზე, აუქციონებს ესწრებოდნენ, მონაწილეობას იღებდნენ, რასაც დღეს ვეღარ ვაორგანიზებთ. ასევე ჩვენ ფოთში და ბათუმში ვიღებთ ტვირთს, ამიტომ ძალიან ხშირად გვჭირდება, რომ ჩავიდეთ და მივიღოთ ეს ტვირთი, რადგან შემდეგ იქ დასაწყობება მოხდეს. არაერთი ბიუროკრატიული პროცედურა გვაქვს გასავლელი. ამ ყველაფერშიც შეზღუდულები ვართ, გადაადგილება გვიჭირს. რამდენჯერმე მივმართე ეკონომიკის სამინისტროს საშვების თაობაზე, მაგრამ რატომღაც არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა”-აცხადებს CAR TRADE-ის დირექტორი მაკა ყრუაშვილი.