მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ, რომელიც პანდემიის ფონზე ბაზარზე დაბრუნდა“ - Air France

61d2c9d1cddb1
მარიამ იზორია
08.01.22 09:30
621
“ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ, რომელმაც პანდემიის ფონზე ჩაკეტილობა გაარღვია და ბაზარზე დაბრუნდა“ - ამის შესახებ ავიაკომპანია Air France-ის წარმომადგენელმა იაკო ხომერიკმა გადაცემა "ქალების ნარატივში" განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია პანდემიის დროს გრძნობდა პასუხისმგებლობას, რომ ის ავიაკომპანიები, რომლებსაც Air France წარმოადგენდა, საქართველოს ბაზარზე დაბრუნებულიყვნენ. როგორც მან აღნიშნა, დიდი ძალისხმევის შედეგად, ოთხთვიანი ჩაკეტილობის შემდეგ პირველი ფრენა აგვისტოში განხორციელდა.

რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, Air France-ის შემთხვევაში ფასი უცვლელი დარჩა.

„რეგულაციების დაცვის მხრივ პირველი ფრენა რთული იყო, თუმცა რეისის განხორციელება მაინც მოვახერხეთ. პანდემიის შემდგომ ბორტზე ქცევა არ შეცვლილა, ერთადერთი, რაც სავალდებულო გახდა, იყო ის, რომ მგზავრს ფრენის განმავლობაში მუდმივად უნდა ეკეთოს პირბადე. რაც შეეხება ფასებს, პანდემიის შემდგომ ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ბილეთის ფასი გაიზრდებოდა, თუმცა ჩვენთან უცვლელი დარჩა.

ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე აღდგენის ნიშნულს ვუბრუნდებით, თუმცა ახალი შტამები პატარა შეფერხებებია, რადგან ასეთ დროს სანამ შტამს არ შეისწავლიან, უქმდება ფრენები და იკეტება საზღვრები, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ აღარ ვართ იმ რეჟიმში, როგორც ადრე, მაშინ როცა არ ვიცოდით როგორ მოვქცეულიყავით, ახლა ნელ-ნელა ყველაფერს ფეხს ვუბამთ“, - აცხადებს იაკო ხომერიკი.