მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ-ერთი ქვეყანა ვიქნებით, რომელიც ევროპაში კლიმატის ცვლილების კანონს შეიმუშავებს - ბითაძე

63918d7a029fa
BM.GE
08.12.22 20:00
542
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, ბალტიკა-ევრაზიის საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო, ვენაში გამართულ ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების პლენუმ შეხვედრაში.

მხარეებმა, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს. სესიაზე, უფრო ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და მდგრადი ენერგიის უზრუნველსაყოფად ერთობლივი ქმედებები განიხილეს.

„მეხუთე წელია საქართველო ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრია და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს დირექტივების შესრულებას. სრულად შესრულებულია ორი დირექტივა, რომელიც გარემოსდაცვით ზემოქმედების შეფასებას და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას ეხება. მუშაობა მიმდინარეობს და მალე დამტკიცდება ბიომრავალფეროვნების ახალი კანონი, რომელიც გარეული ფრინველების სახეობების კონსერვაციის დირექტივას ეხება. დავამტკიცებთ ასევე დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის დირექტივის შესაბამისს კანონმდებლობას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ „ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებულ ეროვნულ გეგმაზე“ (NECP) ისაუბრა, რომელიც უკვე შემუშავებულია, გადის სტრატეგიული გარემოსზემოქმედების შეფასებას და უახლოეს მომავალში იქნება დამტკიცებული, რაც შემდგომში გარემოსდაცვითი კლიმატის ცვლილების ენერგეტიკული საკითხების ინტეგრირებულ მართვას მოახდენს.

მაია ბითაძემ დეკარბონიზაციის თემატურ მოკვლევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გახდება საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს მიერ ემისიების შემცირების საერთაშორისო ვალდებულების კონტროლის და რევიზიის განხროციელების ინსტრუმენტი მათ შორის, ისეთ სექტორალურ მიმართულებებზე როგორებიცა ნარჩენების მართვა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და ა.შ.

„დიდი პატივია, რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ქვეყანა რომელიც ევროპაში კლიმატის ცვლილების კანონს შეიმუშავებს და შეიქმნება საპარლამენტო მექანიზმი, რათა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც ინსტიტუციური მართვის ასევე აღსრულების ნაწილი გაკონტროლდეს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.