მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთ კვირაში დავამსხვრიეთ მტრის გეგმები, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა“ - ზელენსკი

62202380d7df9
BM.GE
03.03.22 06:08
1093
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთში მებრძოლ რუს ჯარისკაცებზე თქვა, რომ ეს არ არიან სახელმწიფოს მეომრები, ისინი დაბნეული ბავშვები არიან, რომლებიც გამოიყენეს. ამის შესახებ 3 მარტის ღამით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„თითოეულმა ოკუპანტმა უნდა იცოდეს, რომ ისინი უკრაინელებისგან სასტიკ პასუხს მიიღებენ, ისეთს, რომ სამუდამოდ დაიმახსოვრებენ, რომ ჩვენსას არ დავთმობთ.
ჩვენ ვართ ერი, რომელმაც მოწინააღმდეგეს გეგმები დაამტვრია. ერთ კვირაში ჩვენ დავამსხვრიეთ გეგმები, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები რაოდენობრივად ჩვენზე ბევრად მეტნი არიან, მათი მორალური მდგომარეობა მუდმივად უარესდება. სულ უფრო მეტი ოკუპანტი გარბის უკან - რუსეთში ჩვენგან, თქვენგან, ყველასგან, ვინც მტერს წინააღმდეგობას უწევს. ისინი ყველაფრისგან გარბიან, რაც ისვრის, მაგრამ უკრაინელები მტერს იარაღის გარეშეც ურტყამენ“, - მიმართა ზელენსკიმ უკრაინელებს.

მან აღნიშნა, რომ გულწრფელად ამაყობს ქალაქების - კონოტოპის, ბაშტანკას, ენერგოგრადის, მელიტოპოლის და სხვა სოფლებისა და ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობით, რომლებიც ოკუპანტებს გზას უკეტავენ და არ უშვებენ.

„თუ ისინი (ოკუპანტები) სადმე შევიდნენ, ეს დროებითია. დარცხვენილებს გავყრით, როგორ ამას უბრალო ხალხი აკეთებს, რომლებიც ოკუპანტებს მარკეტებიდან აგდებენ, როდესაც რუსი სამხედროები საკვების მოძიებას ცდილობენ. ეს არ არიან სახელმწიფოს მეომრები, ისინი დაბნეული ბავშვები არიან, რომლებიც გამოიყენეს“, - მიმართა ზელენსკიმ მოსახლეობას.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში 9 000 რუსი ჯარისკაცი გარდაიცვალა.
„ჩვენთვის უკრაინელებისთვის, ეს სამამულო ომია. ჩვენ გვახსოვს როგორ იწყება ასეთი ომები. და ვიცით რით სრულდება დამპყრობლისთვის! სადაც არ უნდა შევიდნენ. ყველგან გავანადგურებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვისას უკრაინის გმირის წოდება 15 სამხედრო პირს მიანიჭა.