Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი, ბარელზე 41 დოლარამდე გაიზარდა. ბლუმბერგის ინფორმაციით, WTI-ის ფასი ბარელზე 38 დოლარი გახდა. მიმდინარე კვირაში ნავთობის ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა.
გამოცემის ინფორმაციით, გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენზინის მარაგები შემცირდა, აღნიშნულ პერიოდში მასზე მოთხოვნა, სექტემბრის შემდეგ, რეკორდული იყო და დღეში 9,33 მილიონი ბარელი შეადგინა.