ინფრასტრუქტურის განვითარება, ბაზრების დივერსიფიკაცია, ახალი ფრენების დამატება და მარკეტინგული კუთხით ერთობლივი მუშაობა - ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაშიც „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვალერი ჩეხერია მთავარობის დახმარების საჭიროებებს ხედავს.
ამ წუთებში პრემიერი გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს ხვდება.
„ტურიზმი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე აქტიური მამოძრავებელი ძალა საჭიროებს მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანაში, აუცილებლად საჭიროა ფრენების დამატებაზე ზრუნვა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება რომ მარკეტინგი სახელმწიფო და კერძო სექტორმა ერთად უფრო სწრაფად ავწიოთ.
ზუსტად უნდა განვსაზღვროთ იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებიც გვინდა ჩამოვიყვანოთ საქართველოში მომდევნო რამდენიმე წელი, ჩავანაცვლოთ ის პროცენტი, რომელიც რუსეთის ბაზრიდან დავკარგეთ; დივერსიფიკაცია უკვე არის, არის ახალი რეისები, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, რომელიც ძალიან გაიზარდა ბოლო თვეების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ერთად მოვახერხებთ იმ დანაკარგის შევსებას, რაც იყო”, - აცხადებს ჩეხერია.
ამასთან, ის ფრენების სუბსიდირების აუცილებლობას არ ხედავს.
„უმჯობესია, მოვახდინოთ დივერსიფიკაცია, რადგანაც არავის არ აქვს იმის გარანტია, რომ ხვალაც იგივე არ განმეორდება. ერთად უნდა ვიბრძილოთ იმისთის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიხმაუროთ მთელს მსოფლიოში. მოკლე პერიოდში ჩანაცვლებით შეგვიძლია, რომ ავითვისოთ ისრაელი, აღმოსავლეთის ქვეყნები, თუმცა ბევრი აქცენტი ევროპის ქვეყნებზე იქნება; ვიცი რომ პრემიერს აქვს მიმართულება, რომ ამერიკის ბაზარზე აქტიურად ვიმუშაოთ. რუსეთის ავიასანქციების გამო, სექტორი ნამდვილად დაზარალდა; ჩვენ როგორც დიდმა კომპანიამ გრძელვადიან ჭრილში უფრო დავაბალანსეთ, პატარებს უფრო გაუჭირდათ, თუმცა მგონია, რომ ვიპოვით გამოსავალს”, - განაცხადა ჩეხერიამ პრემიერთან შეხვედრის დაწყების წინ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის