მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი დოლარი 3.06 ლარი გახდა, ევროს ღირებულება 3.43 ლარია

61f29895ba2ef
შოთა ტყეშელაშვილი
27.01.22 17:05
1684
27 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0637 ლარს შეადგენს. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 500-ზე მეტი დღის წინ - 2020 წლის სექტემბერში იყო.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.27 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4298 ლარი გახდა. 3.31-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1133 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.20 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 22.50 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 იანვრიდან შევა ძალაში.