მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარი გახდა, ევროს ღირებულება - 3.05 ლარი

628e29a34c3ec
BM.GE
25.05.22 17:05
1083
25 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.70 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8598 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართები გაუფასურდა 2.18 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0488 ლარი გახდა.

1.64-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5889 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.24 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.55 თეთრი გახდა.

გუშინ ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვის მიზნით, 2022 წლის პირველი აუქციონი ჩაატარა და $10 მილიონი დოლარი შეისყიდა.