მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.90 ლარი გახდა, ერთი ევროს - 3.07 ლარი

628792cbb7b7d
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.22 17:08
2086
19 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.26 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9036 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 0.51 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0738 ლარი გახდა.

0.98-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.6240 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.11 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 18.21 თეთრი გახდა.