მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.98 ლარი გახდა, ერთი ევროს - 3.10 ლარი

62824c4fc9a31
BM.GE
16.05.22 17:03
4075
16 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.6 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 2.58 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1028 ლარი გახდა.

2.63-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 3.6467 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.40 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 19.06 თეთრი გახდა.