მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.08 ლარი გახდა

60feb2c651ce9
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.21 17:04
2604
26 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა გამყარდა.  აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.72 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0828 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.10 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6371 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.70 თეთრით შემცირდა და 4.2521 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 27 ივლისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.