მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0967 ლარი გახდა

61a0dccf9b3e4
შოთა ტყეშელაშვილი
26.11.21 17:14
1174
26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.62 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0967 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.04 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4931 ლარი გახდა. 2.37 -თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1233 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.35 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 25.55 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 27 ნოემბრიდან შევა ძალაში.

ლარი ასეთი მყარი ბოლოს აგვისტოში იყო.