10.სექტემბერი .2020 11:55

„ერთი ქორწილის 5 კლასტერიდან ინფიცირების ზრდას ველოდებით“ - პრემიერი

views 2571
უკან

თბილისში, ერთ-ერთმა ქორწილმა ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა, სარიტუალო ღონისძიებებზე 10 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერმა შეზღუდვების შესახებ დამატებითი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ დისკომფორტია აკრძალვები, თუმცა მთავრობა იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო.

„კიდევ ერთხელ ვამბობ - ღია ცის ქვეშ იკრძალება 200 ადამიანზე მეტი. რიტუალური ღონისძიებები - სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, გაღიზიანებაც მოჰყვეს ჩვენი მოქალაქეების, მაგრამ საგულისხმო მაგალითია, ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, იყო ქორწილი. ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში - 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა