მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთი რაღაცის მჯერა..." - ბიზნესმენი ე.წ. გაკოტრების კანონპროექტზე

5e3c0d2ab90ce
სალომე მეცხვარიშვილი
06.02.20 17:00
1715
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ე.წ. გაკოტრების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც მთავრობამ დღეს დააანონსა, დადებითად აფასებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ კანონმდებლობის შემუშავებაში საქართველოს ბიზნესასოციაციაც იყო ჩართული, ჰქონდა თავის შენიშვნები, რომელიც ხელისუფლებამ გაითვალისწინა.

“ის კანონმდებლობა, რომელიც იყო, არ მოგვწონდა. საქართველოს ბიზნესასოციაციამ, როგორც ყველაზე მსხვილმა ასოციაციამ, თვეების განმავლობაში იმუშვა ახალ კანონპროექტზე. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი შენიშვნები, რამდენიმე დღის წინაც იყო დისკუსია ამ თემაზე. მისი მიღების შემთხვევაში ის ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს ეკონომიკას და ბიზნესს.


შენიშვნები გვქონდა და გაითვალისწინეს. თუ ამა თუ იმ შენიშვნას არ ითვალისწინებს ხელისუფლება, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ არგუმენტებს. ეს არის ერთადერთ სწორი გზა ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესების დასაცავად. თხემიდან ტერფამდე ერთი რაღაცის მჯერა - ქვეყნის წარმატების ფორმულა არის ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ეკონომიკა არის ძლიერი ბიზნესი”,- აცხადებს სოსო ფხაკაძე.

რა ცვლილებები შედის, ვის შეეხება და რა მიზანი აქვს გაკოტრების შესახებ ახალ კანონმდებლობას?