21.მარტი .2020 14:08

ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა ცხადდება - მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს

views 2097
უკან

მთავრობა 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათშორისო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი მოთხოვნით მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს. 

„ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების შემდგომ ეტაპზე, რაც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც ჩვენი მთავრობის, ისე ბიზნესის და საზოგადოების მხრიდან. დღეს მივმართავ პრეზიდენტს და 1 თვით ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.