მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთი ხელისუფლების გაფორმებული ხელშეკრულება, მეორის მიერ არ უნდა ნიველირდეს“ - მაია მელიქიძე

60d58bd217198
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.21 14:30
863
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრის მაია მელიქიძის შეფასებით, ენერგოპროექტებთან დაკავშირებით ერთი ხელისუფლების მიერ დადებული ხელშეკრულების მეორე ხელისუფლების მიერ ნიველირება არასწორი პოლიტიკაა. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ ენერგეტიკაში გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულებების საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მაია მელიქიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი პროცესები ინვესტორებს აფრთხობს.

„ერთი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული დაპირება და გაფორმებული ხელშეკრულება მეორე ხელისუფლების მოსვლის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიველირდეს. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინვესტორის დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს, რომ მეტი ინვესტორი გვინდა ქვეყანაში.

შესაძლებელია გარკვეული კომუნიკაცია იყოს, იმიტომ რომ ვითარება და მოცემულობა სხვა იყოს, რაღაც საკითხების გადახედვა მოხდეს, მაგრამ ნიველირება ეს არასწორი პოლიტიკაა.

ამიტომ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნიველირება ავტომატურად ნიშნავს არბიტრაჟში წასვლას, არბიტრაჟი კი ის ინსტიტუტია, სადაც ეს საკითხები განიხილება და დადებული ხელშეკრულება წმინდაზე წმინდაა“, - აღნიშნა სემეკის წევრმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ საკითხის მას მემკვიდრეობით ერგო და ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება არსებული პირობებით ვერ შესრულდებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეთანხმების პირობები გადაიხედებოდა და პროექტში გაწერილი ტერიტორიის ინვესტორისთვის გადაცემის 99-წლიანი ვადა დაკორექტირდებოდა.