მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთწლიანი სერვისი საჩუქრად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი შეთავაზება (R)

61aa2830f40c2
BM.GE
03.12.21 18:20
460
თუ ახალ წელს ახალი ვოლვოთი შეხვდებით, „ვოლვო ქარ საქართველო“ ერთ-წლიან გეგმიურ სერვისს საჩუქრად გადმოგცემთ. შვედური ბრენდის უახლეს მოდელებზე შეთავაზება 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

გეგმიური სერვისის ფარგლებში მომხმარებელი სრულიად უფასოდ შეძლებს ზეთის, ზეთისა და ჰაერის ფილტრების, კონდიციონერისა და საწვავის ფილტრის და აალების სანთლების შეცვლას.

„გვინდა ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო სასიამოვნო ახალი წელი ჰქონდეს. ახალი ავტომობილის მფლობელებს უფასო გეგმიური სერვისი შევთავაზეთ. ვიზრუნებთ იმაზეც, რომ შვედური პრემიუმ ბრენდის მომხმარებლებმა სერვისების მიღება კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად შეძლონ",- აცხადებს გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“-ს დირექტორი.

„ვოლვო ქარ საქართველო“-ს სერვისცენტრში შვედური ბრენდის მიერ ავტორიზებული, დატრენინგებული და სერტიფიცირებული ტექნიკოსები ვოლვოს პროგრამით მუშაობენ და მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს იყენებენ.

„ვოლვო ქარ საქართველოში“ ავტომობილის ყიდვისას მომხმარებლები დამატებით უფასოდ ისარგებლებენ პერსონალური მენეჯერის მომსახურებით, პროგრამული განახლებით, სერვისის შემდეგ ავტომობილის რეცხვით, სერვისის საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის ჩანაცვლებითა და ევაკუატორით.

ამ ეტაპზე „ვოლვო ქარ საქართველოს“ სერვისცენტრში ქროსოვერების XC90 და XC60-ის დამუხტვადი და რბილი ჰიბრიდ ვერსიებია წარმოდგენილი. ავტომობილების 360 გრადუსით დათვალიერება ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი. ახალი მოდელების შეკვეთა კი საკუთარი სურვილებისა და კონფიგურაციის მიხედვით ხდება.