მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არ არის ფართომასშტაბიანი ტესტირება - ზურაბ ჭიაბერაშვილი "აგრესიულ კვლევებზე"

5ea4100531c13
BM.GE
25.04.20 14:20
1336
"იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში ჩატარებული ტესტების რაოდენობამ ოდნავ მოიმატა, ეს ჯერ კიდევ არ არის ფართომასშტაბიანი ტესტირება", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, ბოლო 24 საათში აგრესიული ტესტირებები ჩატარდა.

"იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ, როგორც იქნა, სახლებიდან გამოსვლის ეტაპობრივი გეგმა გამოაცხდა, სწორედ ფართომასშტაბიანი ტესტირებაა ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება, რომ ვირუსის ფარული, უკონტროლო გავრცელება ავიცილოთ თავიდან და ეფექტიანად ვმართოთ პროცესი.

ამ ფონზე სრულიად გაუგებარია ფრაზა "ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება". სამწუხაროდ, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ავლენს ტესტირებისადმი სკეპტიკურ მიდგომას, რასაც მთავრობა აქამდე მიზანმიმართულად მიყვებოდა და რის გამოც საქართველოს 1 მლნ მოსახლეზე ჩატარებული ტესტებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს რეგიონში", - ზურაბ ჭიაბერაშვილი