10.ივნისი .2022 17:52

„ეს არ არის საქმე, სადაც მარტო შემიძლია გადავარჩინო მთავრობის უმოქმედობა“ - პრეზიდენტი

„ეს არ არის საქმე, სადაც მარტო შემიძლია გადავარჩინო მთავრობის უმოქმედობა“ - პრეზიდენტი
views 2475
უკან

საქართველოს პრეზიდენტი, რომელის ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფება, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მთავრობის მხრიდან მისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტზე უარის შესახებ საუბრობს.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს არ არის საქმე, რომელშიც ის მარტო შეძლებს მთავრობის უმოქმედობის გამოსწორებას, ამიტომ ამ მხარდაჭერის გაგრძელებას პრეზიდენტი საქართველოდან აპირებს.

„ჩამოვედი ბრიუსელში, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეგულაცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას ისეთი კომენტარები მოჰყვა, სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას ჩვენი კანდიდატურად ეფექტიანად დავიცვათ.

მე საფრანგეთსა და პოლონეთში და შესაძლებელია, უკრაინაში ჩასვლაც მინდოდა, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ, რამეთუ, რომ არა ის, არ იქნებოდა დაჩქარებული კანდიდატის სტატუსის პროცესი, მაგრამ კიდევ ერთი უარი მივიღე ამ მოგზაურობაზე და მეც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ამ კანდიდატურის მხარდასაჭერად და ზედმეტი აქტიურობა არ იყო საჭირო, თავადაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი და ეს არ არის ის საქმე, სადაც მარტოს შემიძლია გადავარჩინო მთავრობის უმოქმედობა.

ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ წინ წავწიო ეს პროცესი. მე არ მჯერა საქართველოს სხვა მომავლის არსებობის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინ წასვლაზე - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს; არავინ არ ღირს იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცავთ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და აქ დავიცავ ამ მომავალს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.