მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არ უნდა მომხდარიყო - პრემიერი გუდაურსა და ბაკურიანში წყლის შეწყვეტაზე

5e16c3ea0a39a
ინგა მურუსიძე
09.01.20 10:09
1043
გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემები უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების შეზღუდვის პრობლემებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

"წლის დასაწყისში ჩვენ სამწუხაროდ გვქონდა გართულებები ჩვენი ზამთრის კურორტებზე. მოგეხსენებათ, რომ იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების თვალსაზრისით როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში და აქ ერთმნიშვნელოვნად და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო. იმის მიუხედავად, რომ დღეს ზუსტად ვიცით როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები, ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა. გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური. 2020 წელი უნდა დავუთმოთ სრულად იმას, რომ ხარვეზები იყოს აღმოფხვრილი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, პრობლემები ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი, თუმცა მუშაობა მიდის. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემები უახლოეს მომავალში სრულად მოგვარდება.