მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არის არჩევნებზე 2 მილიონი ადამიანის მოყვანის ეპიდემიოლოგიური ფასი - გიორგი გოცაძე

5fcd66ddef647
BM.GE
07.12.20 08:58
1263
საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტი, ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი გოცაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების მხრივ შექმნილი ვითარება უკიდურესად მძიმეა, ხოლო ეპიდემიის გამწვავების წამყვანი მიზეზი კი ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გახდა, რაც ვირუსის მკვეთრად გაზრდილი შემთხვევების წინასაარჩევნო პერიოდის შემდგომ ჩატარდა.

“მინდა ვთქვა, რომ ეს არის ფასი, რომელსაც ვიხდით არჩევნებზე 2 მილიონი ადამიანის მოყვანისთვის იმ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, რომელიც წინ უსრწებდა საპარლამენტო არჩევნებს. სხვას მე ამას ვერაფერს დავამატებ,”- Forbes Talks-ის ფორმატში განაცხადა ფონდ კურაციოს ხელმძღვანელმა.

გოცაძე აღნიშნავს, რომ ეფექტური ღონისძიებების გატარება უნდა მომხდარიყო იქამდე, სანამ “ავტობუსი უფსკრულში გადაიჩეხებოდა.”

“თქვენ დასვით კითხვა, რომ ავტობუსი 500-მეტრიან უფსკურლში გადაიჩეხა, მიფრინავს და თქვენ რომელი მუხრუჭის გამოყენებას ურჩევდით სახელმწიფოსო. ჩემთვის მაგალითად ასე ჟღერს ეს კითხვაც და ეს ვითარებაც იმ სიტუაციიდან და კონტქესტიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში გვაქვს. რომ გითხრათ, რომ მაქვს 500-მეტრიან უფსკრულში გადაჩეხილი ავტობუსის შეჩერების გამოცდილება, მოგატყუებთ,”- ამბობს ფონდ კურაციოს ხელმძღვანელი.

მთავრობის მიერ ხელახალი ლოქდაუნის გამოცხადებასთან დაკავშირებით გიორგი გოცაძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ წარმოადგინოს რა ეპიდემიოლოგიურ გათვლებს ეფუძნება დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრე და ხანგრძლივობა, რომელიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შემსუბუქებასაც ითვალისწინებს.

“ერთია როგორ არეგულირებ ვითარებას, მეორე ქცევით ნაწილს როგორ ცვლი და რა ღონისძიებებს ახორციელებ და მესამე რა აღსრულების მექანიზმები გაქვს. ეს სამი ნაწილი არის ურთიერთშემავსებელი და ისინი ცალ-ცალკე ვერ იმუშავებენ.

ჩვენ კარგად დავემორჩილეთ გაზაფხულის შეზღუდვებს, მაგრამ უკვე ყველგან ჩანს, რომ ჩვენ გაგვიჭირდება ამ შეზღუდვების მიმართ დამორჩილება. შესაბამისად, რა შედეგის მომტანი იქნება ეს შეზღუდვები მე მიჭირს თქმა.

ვესწრებოდი მთავრობასთან გამართულ შეხვედრებს და კითხვებსაც ვსვამდი ამ შეხვედრებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე არ არის ერთი კვირა, ეს არის 10 დღე, მანამდე შეზღუდული 3 კვირა, 10 დღე გახსნილი და მერე დაკეტილი საქართველო რა ეპიდემიოლოგიურ შედეგს იძლევა მე არ ვიცი. შესაბამისად მივდივართ ისევ იმ საკითხზე, თუ რა მოდელირება გაკეთდა, რა დავთვალეთ რა შევაფასეთ არ ვიცით.

მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი დაითვალოს, რადგან გავიგოთ დათვლილი მექანიზმით მივდივართ თუ ბროლის ბურთზე ვმარჩიელობთ,”- ამბობს გიორგი გოცაძე.