ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, გერმანიაში საქართველოდან წასული სამუშაო ჯგუფების სამუშაო პირობების დარღვევა ერთეულ შემთხვევებში მოხდა, რასაც გერმანიის დასაქმების სააგენტოს მხრიდან რეაგირება უკვე მოჰყვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
თამარ ბარკალაია ირწმუნება, რომ ქართველი დასაქმებულების შრომითი უფლებების დაცვა გერმანიის დასაქმების სააგენტოს ვალდებულებაა.
„ფაქტის შესახებ შევატყობინეთ გერმანიის დასაქმების სააგენტოს. გერმანიის დასაქმების სააგენტომ შესაბამისი უწყებები, მათ შორის ადგილობრივი შრომის ინსპექციაც ჩართო, რომელიც შესაბამის ზომებს უკვე იღებს. ასევე, გერმანიის დასაქმების სააგენტო, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, თვითონ დამსაქმებელს დაუკავშირდა. იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტი არ დაკმაყოფილდება, გერმანიის დასაქმების სააგენტო ვალდებულია, ეს ადამიანები სხვა სამუშაო ადგილებზე გადაანაწილოს. ეს არის კონკრეტული დამსაქმებლის მიერ არასათანადო და არაეთიკური ქცევა, რომლისგანაც, სამწუხაროდ, არავინაა დაცული. ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია იმ თვალსაზრისით, რომ პირობების გაუმჯობესებაზე თანხმობა დამსაქმებლისგან მიღებული გვაქვს“, – განაცხადა ბარკალაიამ.
ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს მოჰყვა, სადაც ქართველები არასათანადო სამუშაო გარემოსა და მცირე ანაზღაურებაზე საუბრობდნენ. მოგვიანებით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გერმანიის ელჩს დასაქმებულთა საკითხის შესწავლა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით დაინტერესება სთხოვა. პროფკავშირების შეფასებით, საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებით გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყო, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან წარმოებდა. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დროებით დასაქმებულები ანაზღაურების სახით საათში 9.5 ევროს (დარიცხული) მიიღებდნენ. პროგრამამ საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, შედეგად კი დაახლოებით 1 თვეში პლატფორმაზე 95 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი