მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს არის ნაბიჯი სილიკონ ველიზე"- ამერიკულმა ვენჩურულმა სტუდიომ ქართული სტარტაპი დააფინანსა

5ff87c89efd09
ანუკა ჯოხაძე
08.01.21 23:50
3304
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული ცეცხლგაუმტარი უნიფორმის შემქმნელმა კომპანია ELVEN TECHNOLOGIES-ის გუნდმა ინვესტიციის მოზიდვის პირველი რაუნდი დახურა. ქართველმა სტრატაპერებმა 9 ინვესტორისგან 95 000 დოლარის ინვესტიცია, ხოლო საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსგან 65 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდეს. საერთო ჯამში კომპანიის ანგარიშზე 160 000 ამერიკული დოლარი ირიცხება, რაც მზა ცეცხლგაუმტარი უნიფორმის ტესტირებას უნდა მოხმარდეს. ტესტირება თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყება, რომელიც იდეის ავტორების თქმით, 9 თვეს გასტანს, შემდეგ კი უკვე ჯერი დაპატენტებაზე მიდგება.

ერთ–ერთი ინვესტორი ამერიკული ვენჩურული სტუდიო TECHNOVATE–ია, რომელიც აზერბაიჯანელი ინვესტორის ფარიდ ისმაილზადას დაფუძნებულია და ამ ეტაპზე 4 სტარტაპს აფინანსებს, ხოლო მათ რიცხვს შეემატა ცოტა ხნის წინ სწორედ ქართული ცეცხლგაუმტარი უნიფორმების შემქმნელი კომპანია ELVEN TECHNOLOGIES.

“TECHNOVATE-ის მთელი არსი ისაა, რომ ჩვენს რეგიონში ისეთ სტარტაპებს პოულობს, რომლებიც გლობალური მნიშვნელობის იდეებზე მუშაობენ. ამის შემდეგ კი მივდივართ უკვე ამერიკაში. მოზიდული ინვესტიციით ერთი მნიშვენელოვანი მიზანი გვაქვს, რომ არსებული მზა უნიფორმა გამოვცადოთ, ჩატაროთ წვის ტესტი – დავრწმუნდეთ რომ უნიფორმა არის გამძლე. ნაჭრები კი ვიცით რომ არის გამძლე, მაგრამ ახლა მთლიანად უნიფორმა უნდა გაიტესტოს. TECHNOVATE ჩვენთვის არ არის მხოლოდ ფული, ეს ყველაზე ნაკლებადაა, ეს არის პირდაპირ ნაბიჯი სილიკონ ველიში. TECHNOVATE კი ვენჩურული სტუდიოა, მაგრამ მას უკან უდგას ძალიან ბევრი ენჯელ ინვესტორი. კონტაქტების სია არის უზარმაზარი, ამ ვენჩურულ სტუდიოს იცნობენ, რადგან მათს ტექნოლოგიურ სტარტაპებში ფული ჩაუდიათ და ენდობიან,”- ამბობს კომპანია ELVEN TECHNOLOGIES თანადამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე.

ცნობისთვის: ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია Elven Technologies-ი 2019 წლის გაზაფხულიდან მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც აღჭურვილია შიდა გაგრილების სისტემით და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ქართული ხელწერით წარმოებული უნიფორმის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი კოსტიუმი მეხანძრეს დაცულობის მაღალ გარანტიას აძლევს.