მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის თიბისი ჯგუფის ისტორიის ახალი თავი" - ვახტანგ ბუცხრიკიძე

5e9eb0aa6465b
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.20 12:40
1241
„ეს არის თიბისი ბანკის ჯგუფის ისტორიის ახალი თავი და მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის რეგიონში შემდგომი განვითარებისთვის“ - ასე აფასებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე უზბეკეთში ბანკის მიერ ოპერირების ლიცენზიის მიღებასა და ახალ ბაზარზე შესვლას. 

საქმე იმაშია, რომ გუშინ, 20 აპრილს თიბისიმ უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია მიიღო და 2020 წლის ივნისიდან უკვე დაიწყებს საბანკო საქმიანობას უზბეკეთში.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევის შედეგად მოვიპოვეთ ლიცენზია, რომ საბანკო ოპერაციები დავიწყოთ უზბეკეთში. მადლობა მინდა გადავუხადო უზბეკეთის ხელისუფლებას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ეს არის თიბისი ბანკის ჯგუფის ისტორიის ახალი თავი და მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის რეგიონში შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

როგორც ბანკში განმარტავენ, თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრულ არხებზე და პარტნიორობაზე დაფუძნებულ დისტრიბუციებზე გაკეთდება.

პირველ ეტაპზე თიბისი უზბეკეთის მოსახლეობას შემდეგ მომსახურებებს შესთავაზებს:

• მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები გახსნა;
• სახელფასო და ავტოსესხები;
• ბარათები, მობილური აპლიკაცია და ანგარიშსწორების შესაძლებლობა, მათ შორის, P2P ოპერაციები, ფულადი გზავნილები და კომუნალური გადასახადები.

აღსანიშნავია, რომ თიბისი ბანკის ჯგუფმა 12.6 მლნ დოლარის ინვესტიცია თიბისი უზბეკეთის კაპიტალში უკვე განახორციელა და 2020 წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 9.4 მლნ დოლარის ინვესტირებას აპირებს.

2020 წლის ბიზნესგეგმის განსახორციელებლად დარჩენილ 20 მლნ დოლარს კი, სავარაუდოდ, თიბისის პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ადგილობრივი პარტნიორი უზბეკ-ომანის საინვესტიციო კომპანია (Uzbek-Oman Investment Company ) დააფინანსებენ.