მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არის ყალბი ინფორმაცია, "ფეიკ ნიუსი" - წულუკიანი გახარიას წასვლაზე

5ed8ab101af19
ინგა მურუსიძე
04.06.20 12:03
1815
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან არ მიდის.

„გუშინ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიდის თანამდებობიდან. ეს არის ე.წ. ფეიკ ნიუსი. არავინ არსად არ მიდის. ბატონი გიორგი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მიიყვანს ჩვენ გუნდს საბოლოო გამარჯვებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება.

ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ეს იქნება გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, არამედ სახელისუფლებო გუნდი, რომელიც მორიგჯერ დაამარცხებს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებით იმ პრობლემას, რომელსაც ქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.