მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს ბიზნესი აღარ არის, ეს ახირებაა, რომ "ზაზანოვა" მძიმე კრიზისიდან გამოვიყვანოთ” – რესტორნის დამფუძნებელი

61d939e903232
ანუკა ჯოხაძე
08.01.22 17:40
9432
“ძალიან მძიმე წელი იყო 2021”- ამის შესახებ BM.GE-სთან რესტორან ზაზანოვას დამფუძნებელი მარინა სალუქვაძე აცხადებს. ის ამბობს, რომ რესტორნის დღევანდელი შემოსავლით ბიზნესის შენახვა შეუძლებელია. მისი თქმით, ამ ობიექტის გადარჩენა სხვა, დამატებითი პროექტებიდან მიღებული შემოსავლით ხდება. 

“ისევე როგორც 2020 წელი, ეს წელიც ბიზნესისთვის იყო ძალიან რთული. ხშირად ვამბობ ხოლმე, მე "ზაზანოვადან" კი არ მაქვს შემოსავალი, არამედ სხვა დამატებითი პროექტებიდან ვიღებ შემოსავალს, იმისთვის, რომ ზაზანოვა შევინახო. სულ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავარჩინოთ ადგილი, რომელიც არის მუსიკოსების და ხელოვანების სახლი. ჩათვალეთ, რომ ეს ბიზნესი არ არის, ეს არის ჩვენი ახირება, რომ ობიექტი როგორმე გამოვიყვანოთ ამ მძიმე კრიზისიდან”-ამბობს რესტორან ზაზანოვას დამფუძნებლი მარინა სალუქვაძე.

რესტორანი "ზაზანოვა" ისევე როგორც ბევრი მსგავსი ობიექტი კოვიდპანდემიის გამო სერიოზულად დაზარალდა – შემცირებულმა მობილობამ, ჩაკეტილმა საზღვრებმა და დაგროვილმა ვალდებულებებმა სარესტორნო ბიზნესის ნაწილი კრიზისამდე მიიყვანა.