“ეს ჩვენს ქვეყანაში ჯერ ადრეა” - ასეთია ბიზნესის შეფასება არამერქნული რესურსების დაბეგვრაზე. როგორც bm.ge-ს “კოოპერატივი თიანეთის ნობათის” წევრმა ილია არჩემაშვილმა განუცხადა, რეგულირება აუცილებელია, თუმცა არა ამ ფორმით.
კერძოდ, მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, შესაბამისი ნებართვის გარეშე კომერციალიზაციის მიზნით, ტყითსარგებლობის ისეთი სახეების გამოყენება, როგორიცაა ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები, აიკრძალა.
“ამ კანონში დაბეგვრის ნაწილი ნაადრევია მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავ ადამიანს უჭირს. არამერქნული მოპოვებით ბევრი ადამიანია დაკავებული და შეიძლება ითქვას, რომ ეს მათთვის შემოსავლის წყაროა. თუ კომპანიებს დავბეგრავთ, უმეტესობა ამ საქმიანობას თავს დაანებებს და აღმოჩნდება, რომ უამრავი პროდუქტის წარმოება, რომელიც შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხმარდებოდეს, შეჩერდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ბაზრების მოძიების პროცესში ვართ და ამ კანონმა შესაძლოა კენკროვანი კულტურების განვითარების პროცესი მთლიანად შეაჩეროს.
ასევე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მე შესაძლოა მოსაკრებელი კონკრეტულ ტერიტორიაზე გადავიხადო, თუმცა იქ ვინ შევა და კულტურებს ჩემ მაგივრად ვინ მოაგროვებს არავინ იცის, ესეც პრობლემაა.” - განმარტა არჩემაშვილმა.
ამ ეტაპზე უცნობია ბევრი დეტალი, მათ შორის ის მოსაკრებელი, რაც კოოპერატივმა უნდა გადაიხადოს, თუმცა ცნობილია ის, რომ თანხა სიმბოლური იქნება, რაც შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურის მტკიცებით მეწარმეს არ დააზარალებს. დეტალები მომდევნო ორი თვის განმავლობაში კიდევ დაზუსტდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება