ორმაგი სტანდარტი არის ის, რომ როდესაც ფინანსთა სამინისტრო ერთ კომპანიას ეუბნება, რომ შენ 100 ლარის დაგვიანებას არ გაპატიებ და სხვა კომპანიას ეუბნება, რომ მილიონობით დავალიანებას წლობით გაპატიებ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „TV პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიების ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ რიგში ფინანსთა სამინისტრო უნდა იყოს ორიენტირებული თანამშრომლობაზე.
„მე მომისმენია ამაზე არაერთი დისკუსია და იცით, რომ ეს დავალიანებები არ არის ახალი თემა. წლებია უკვე თქვენც და სხვა მედიასაშუალებებს სხვადასხვა დროს გქონდათ სხვადასხვა დავალიანებები, მათ შორის სოლიდური დავალიანებები ჰქონდა რამდენიმე წამყვან ტელევიზიას. ყოველთვის იყო დისკუსია რომ, ერთი მხარე ამბობდა, რომ კანონის უზენაესობის პირობებში ჩვენ უნდა დავიცვათ განუხრელად კანონი, და გადასახადის გადამხდელმა უნდა გადაიხადოს გადასახადი და არ შეიძლება, რომ წლების განმავლობაში ერთ კერძო კომპანიას აპატიო გადასახადები და სხვა კომპანიებს არ მოექცე იგივენაირად. მეორე ამბობდა, რომ რადგან ეს არის მედია და ტელევიზია, მოდით მივცეთ უფრო მეტი მანევრის საშუალება და ჩავაყენოთ ისეთ პირობებში, როგორშიც შესაძლოა, სხვა კომპანიებს არ ჩავაყენებდით.
ჩემი პოზიცია იქნებოდა ასეთი, რომ პირველ რიგში ფინანსთა სამინისტრო იყოს ორიენტირებული თანამშრომლობაზე და თქვენ, ყველა კომპანიას ინდივიდუალურად უნდა დაეხმაროს მოქნილი გრაფიკების ჩამოყალიბებაში, ისე რომ გათვალისწინებული იყოს თქვენი სარეკლამო ბრუნვა, თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და უნდა იყოს განხილული გადახდის სამართლიანი გრაფიკი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ 1 ოქტომბრიდან საგადასახადო დავალიანების გამო რამდენიმე ტელევიზიას ინკასო დაადო, მათ შორის „TV პირველსა“ და „კავკასიას“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის