მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ევროკავშირის წევრობის გზაზე პირველი ნაბიჯია, რომელიც დაგვაახლოებს გამარჯვებასთან“ - ზელენსკი

62ac682f080ec
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.22 15:46
926
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის მიერ ქვეყნის EU-ს წევრი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებით გადაწყვეტილებას Twitter-ში ეხმიანება. ზელენსკი აცხადებს, რომ „ეს გადაწყვეტილება ევროპისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და უკრაინას გამარჯვებასთან დაახლოებს".

„მივესალმები უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის დადებით დასკვნას. ეს ევროკავშირის წევრობის გზაზე პირველი ნაბიჯია, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოვებს გამარჯვებასთან. მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროკომისიის თითოეულ წევრს ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. მომავალ კვირას ველოდები ევროკომისიისსგან დადებით შედეგს“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ დღეს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. საქართველოს შემთხვევაში კი კომისიამ კონკრეტული პირობები დაასახელა, რომელთა დაკმაყოფილებაც მომავალში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად იქნება აუცილებელი.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიიღო.