მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ფაქტობრივად გამამართლებელი განაჩენია... განაჩენი იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისთვის“

61de87fa518f5
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.22 12:15
1999
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე სასამართლოს მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდების მუხლის 180-ე მუხლით (თაღლითობა) გადაკვალიფიცირებას ბრალდების მხარისთვის სახის შენარჩუნების გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ ეს ფაქტობრივად, გამამართლებელი განაჩენია.

ზვიად კორძაძე ირწმუნება, რომ ისევე როგორც სამი წლის წინ, ისინი ამტკიცებდნენ რომ ამ საქმეში ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონდა, ამ შემთხვევაშიც გასაჩივრების გზით თაღლითობის ბრალდება არ დადასტურდება.

"დღეს დადასტურდა ის ფაქტი, რასაც ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვამბობდით, არავითარი ფულის გათეთრებას აქ ადგილი არ აქვს და ეს მოსამართლემ დაადასტურა. დღევანდელი განაჩენი იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისთვის, კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ თვითონ პროკურატურას თაღლითობასთან დაკავშირებით არაღძვრის დადგენილება აქვს გამოტანილი; უფრო უცნაურია სამართლებრივად ის, რომ საქმეში დაზარალებული არ არის. ანუ თაღლითობა ის მუხლია, რომელსაც დაზარალებული სჭირდება, შესაბამისად, ვინც მოიაზრება დაზარალებულად, ის აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის. ამიტომ ეს განაჩენი ამ ფორმითაც კი თავს შემდგომ ინსტანციებში ვერ დაიკავებს და ეს დამთავრდება გამართლებით.

პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი მოგებულია. რაც ყველაზე მთავარი იყო, დადგენილია, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონდა და ზუსტად ამ ბრალდებით ტარდებოდა ის პრესკონფერენციები, რომელმაც ანაკლიის მშენებლობასთან ერთად პროკურატურა ორ კვირაში გამოდიოდა და ფულის გათეთრებას იძახდა, როგორც სამი წლის წინ დავპირდით პროკურატურას, რომ აქ ფულის გათეთრება არ დადგებოდა, ასევე გპირდებით, რომ თაღლითობასაც არ აქვს ადგილი. ამ შემთხვევაში სახე შეუნარჩუნა ბრალდებას რომ გამართლება ძალიან ცუდი იქნებოდა მათთვის, ფაქტობრივად, გამართლებულია ფულის გათეთრების ნაწილში, თაღლითობას გავასაჩივრებთ და იგივე შედეგი დადგება. ეს იყო გამოსავალი, თან ხანდაზმულ დანაშაულზე, თან მოსამართლემ განგვიმარტა, რომ არც ნასამართლეობა არ ექნებათ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეს, შესაბამისად, ეს ფაქტობრივად გამამართლებელი განაჩენია, პროკურატურისთვის შანსის მიცემით.

ველოდი სამართლებრივ სივრცეში დარჩენით გამამართლებელ განაჩენს. მოსამართლემ შეიტანა გარკვეული კორექტირება და იმედი მაქვს, სასამართლო სისტემა ზემდგომი ინსტანციების სახით ამ კორექტირებასაც მოხსნის და დარჩება ის, რაც ამ საქმეში ნამდვილია“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.