მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს გზავნილი სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული - ჰარცელი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

62aca114a44f0
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.22 19:44
1183
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგი გამართა, სადაც EU-ს ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატობაზე მიღებული პასუხი “სერიოზულ გზავნილად უნდა იყოს აღქმული”.

საქართველომ ევროკომისიისგან მხოლოდ კანდიდატობის პერსპექტივა მიიღო. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს EU-ს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, რათა ქვეყანამ მომავალში მაინც შეძლოს კანდიდატის სტატუსის მიღება.

“როდესაც შედეგებს ვუყურებთ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი შეფასება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. როგორც სხვა ქვეყნების მაგალითიც აჩვენებს, მთავარია ქვეყნის მისწრაფება. 2004 წლის შემდეგ თითოეული ქვეყნის შეერთების გამოცდილება აჩვენებს, რომ მათ ამ პროცესში ჰქონდათ წინსვლა და უკუსვლები,”- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მიერ დასახელებულ წინაპირობებში ერთ-ერთი "დეოლიგარქიზაციაა".

გთავაზობთ იმ პრირობებს, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს:

1. 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით;

2. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირების გარანტია, მათი დამოუკიდებლობისა, ეფექტური ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება. საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და OSCE/ODIHR-ის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა.

3. სასამართლოს რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება; ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა; განსაკუთრებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი პოკურატურისა და ყველა სხვა სასამართლო ინსტიტუტის სათანადო ფუნქციონირება; უნდა გამოსწორედ ყველა ხარვეზი უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში, განსაკუთრებით მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნასთან დაკავშირებით. უნდა განხორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

4. უნდა გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის დონე, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრ განხილვასთან დაკავშირებით. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები უნდა აღიჭურვონ შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

5. უნდა განხორციელდეს „დეოლიგარქიზაციის“ სტრატეგია - ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნდა აღმოიფხვრას ზედმეტი გავლენა.

6. გააძლიეროს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან რისკების დეტალური შეფასების საფუძველზე. მკაცრი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გარანტირებული იყოს გამჭვირვალობა და ზედამხედველობა აღსრულების სააგენტოების მიმართ.

7. გადადგას უფრო ძლიერი ნაბიჯები, რათა გარანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო. მათ შორის, კრიმინალური ბრალდებები მედიამმართველების მიმართ უნა აკმაყოფილებდეს უმაღლეს ლეგალურ სტანდარტებს. ეფექტიანად უნდა იქნას გამოძიებული მუქარები ჟურნალისტების და მედიაპროფესიონალების მიმართ.

8. გადადგას მყისიერი ნაბიჯები, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები. მათ შორის, გაძლიერდეს გამოძიებები ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით.

9. განამტკიცოს გენდერული თანასწორობა და ებრძოლოს ქალთა წინააღმდეგ ძალადობას.

10. უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.

11. მიიღონ კანონმდებლობა, რათა საქართველოს სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;

12. ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოს ამ ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.