მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს იქნება პანდემიის დასრულების წელი, გარდა ერთი შემთხვევისა“ - ცერცვაძის პროგნოზი

61f1a06d52b0b
თელარა გელანტია
26.01.22 23:20
2520
„თუ ახალი სერიოზული შტამი არ გაჩნდა, „ომიკრონი“ პანდემიას აუცილებლად დაასრულებს“ - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერში“ დასმულ კითხვას - დაასრულებს თუ არა „ომიკრონი“ პანდემიას?

„შტამები სულ ჩნდება, მაგრამ თუ ისეთი ახალი სერიოზული შტამი არ გაჩნდა, როგორიც „დელტა“ და „ომიკრონია“, „ომიკრონი“ პანდემიას აუცილებლად დაასრულებს და გეტყვით, რატომ - მიუხედავად შეფერხებებისა, ვაქცინაცია მიდის წინ და მაინც გვეყოლება აცრილი  მოქალაქეების 80% და ჩვენთანაც კი, არავაქცინირებულების იმ სიცარიელეს შეავსებს „ფაიზერის“ და „მერკის“ ახალი მედიკამენტები. ეს კომბინაცია გამოცდილია მსოფლიო მედიცინის მიერ. ცალკე ვაქცინით ძალიან ძნელია პანდემიის დაძლევა, მაგრამ გაცილებით იოლია ეფექტიანი ვაქცინის და ეფექტიანი მედიკამენტის, მითუმეტეს ტაბლეტების გამოყენებით;

ამდენად, ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი, გარდა ერთი შემთხვევისა - თუ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში არ გაჩნდა ახალი, პრინციპულად განსხვავებული, სერიოზული შტამი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.