მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს რაც ხდება - შორი-შორს დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, იოლი შესასრულებელია"

5e772c52b114e
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.20 13:22
4640
დღეს, საკვირაო მღვდელმსახურების დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კორონავირუსის გავლენით შექმნილ მდგომარეობას და საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად შემოღებულ წესებს გამოეხმაურა.

"ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი. ჩვენ ვმადლობთ უფალს.

ეს რაც ხდება - შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო - ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. ჩვენ რომ ვამბობთ - ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი! და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღისი გაგვხადა სასუფეველისა.

დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანიასა. მტკიცედ იდექით. წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალია ყოველთა დღეთა ცხოვრებითა ჩვენისათა. არ შეგეშინდეთ - უფალი ჩვენთან არს!", - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.