მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს რიცხვი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს“ - ეზუგბაია დაინფიცირების წყაროებს ასახელებს

5f5c76ca4e4a1
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.20 11:15
1394
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს დადატურებული 158 ინფიცირების შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი პანიკის საფუძველს არ იძლევა.

„დღეს დაგვემატა 158 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 2075 დადასტურებული შემთხვევა.

ინფიცირების ახალი 158 შემთხვევა ასეთი განაწილებით გახლავთ: 87 არის აჭარა, 28 - სამეგრელო, 19 - იმერეთი, 6 - გურია და 18 - თბილისი.

ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს 158 რიცხვი ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, შესაბამისი უწყებების სწრაფი რეაგირების შედეგად ცაგერისა და აჭარის კერები თითქმის ლოკალიზებულია.

„გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი და თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება და ამ 158-ის ყველაზე დიდი რაოდენობა გახლავთ ბათუმი. 

ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ასევე ლოკალიზებულია ცაგერი და მიდის აქტიური ქმედებები იმერეთსა და სამეგრელოშიც.

ძალიან აქტიური გამოვლენა ხდება ამ კონტაქტების, რის შედეგადაც იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ეს არის საფუძველი იმის, რომ ჩვენ მივდივართ დაავადების ლოკალიზებისკენ და დროულად ხდება ლიკვიდაცია ამ ახლადწარმოქმნილი კერების“, - განმარტა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.