04.ივლისი .2022 16:24

“ეს საქონელი არ იყო ორმაგი დანიშნულების”- მინისტრი საქართველოს გავლით ბელარუსში გასულ რაციებზე

“ეს საქონელი არ იყო ორმაგი დანიშნულების”- მინისტრი საქართველოს გავლით ბელარუსში გასულ რაციებზე
views 683
უკან

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მინისტრი ირწმუნება, რომ ამერიკული კომპანია Motorola-ს წარმოებული სანქციები, რომლებიც საქართველოდან უზბეკეთში, შემდგომ კი ბელარუსში მოხვდა, ორმაგი დანიშნულების პროდუქციას არ წარმოადგენდა. მისი განცხადებითვე, ამის მიუხედავად საქართველო მომხდარის შესახებ აშშ-ისა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებს აცნობებს. ამასთანავე, ფინანსთა მინისტრის თქმით, მომხდარი ფაქტი არ წარმოადგენს საქართველოს მხრიდან სანქციების რეჟიმის რაიმე სახით დარღვევას. 

"შემოსავლების სამსახურმა დეტალურად განაცხადა თითოეულ ამ ოპერაციასთან დაკავშირებით თუ რასთან გვქონდა საქმე და შესაბამისად, მათ შორის ეს გადაცემაც და ეს სიუჟეტიც ცალსახად აჩვენებს იმას, რომ არანაირი თეორიული შესაძლებლობაც იმისა, რომ საქართველო იქნას გამოყენებული გვერდის ავლისთვის, არ არსებობს, ხოლო მეორე მხრივ, მოწოდება ნამდვილად სამართლიანია, რომ წარმოდგენილი იქნას ის დოკუმენტები შემოსავლების სამსახურში, რომელზეც საუბარი იყო ამ გადაცემაში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბრალდებები ეხება ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიას, რომლის წარმომადგენლობაც არის საქართველოში და სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კავშირი და ურთიერთობა ჩვენ პარტნიორებთან და ამ ინფორმაციის გაზიარება მოხდება მათთან თუ ესეთი მტკიცებულება იქნება წარმოდგენილი, ხოლო მეორე მხრივ, ამ ნაწილში საქართველოსთან მიმართებით ვერანაირი კითხვა ვერ იარსებებს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ოპერაცია იყო ლეგალური, რაც საქართველოში განხორციელდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველო გამოყენებული იქნას სანქციების გვერდის ასავლელად.

გადმოგზავნილი მტკიცებულებები მიეწოდება შესაბამის უწყებებს, ჩვენს კოლეგებს საზღვარგარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ის ბრალდება, რაც იყო გაჟღერებული, ეს არ ეხება საქართველოს, ეს ეხება იმ ქვეყნებს და იმ კომპანიას, რომელზეც თქვენ გქონდათ საუბარი. ყალბი იყო ეს ინფორმაცია, თითქოს ეს იყო ორმაგი დანიშნულების საქონელი, ეს ესე არ არის. ამას არ თვლის არც ევროკავშირი და არც აშშ როგორც ორმაგი დანიშნულების საქონლად. არცერთი საქონელი, რომელიც გავიდა არ იყო ორმაგი დანიშნულების. ამ სტატუსის მინიჭებას აქვს თავისი სტანდარტები და ეს საერთაშორისო მეთოდოლოგიით ფასდება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ინფორმაცია მიეწოდება ჩვენს კოლეგებს იმისთვის, რომ მათ კიდევ ერთხელ შეაფასონ თუ რაიმე დარღვევა იყო, ეს არა საქართველოს ნაწილში, არამედ სხვა ქვეყნების ნაწილში და იმ კომპანიასთან მიმართებით რომელიც დასახელებული იყო", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

შემოსავლების სამსახურის განცხადება:

"სიუჟეტში დამახინჯებული იყო ინფორმაცია თითქოს - "ამერიკული წარმოების „რაციების“ გადამცემი და მიმღები მოწყობილობა შუამავალ ქვეყანაში - უზბეკეთში გაიგზავნა და მხოლოდ ამის შემდეგ, ბელორუსში სანქციების გვერდის ავლით მოხვდა“.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს ,,კომუნიკომმა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოში რადიოკავშირგაბმულობის კომპანიამ MOTOROLA Solutions Inc-ს, მიმდინარე წლის, აპრილის დასაწყისში, ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დაადეკლარირა უზბეკეთის მიმართულებით ქსელური მოწყობილობები, კერძოდ - ,,რადიოკავშირის რეტლანსლიატორი“. აღნიშნული მოწყობილობების უზბეკეთში მიმღები კომპანია იყო - ооо « уэелтехипрм-моторола-Телеком-радио».

აქვე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საქონელი არ საჭიროებს ექსპორტის ორმაგი დანიშნულების ნებართვას, ხოლო მიმღები კომპანია გახლავთ უზბეკეთში კომპანია „მოტოროლას“ ოფიციალური წარმომადგენელი. დასახელებული საქონელი შპს "კომუნიკომს“, ადრეც არაერთხელ ჰქონია იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცეული," - აცხადებს უწყება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა