01.აგვისტო .2020 14:32

„ეს სეზონი ჩავარდა, 2020 ტურიზმის ისტორიიდან ამოსაშლელია”

views 356
უკან

სასტუმრო „ჩაოს“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ტურიზმის ინდუსტრიისთვის გაწეული შეღავათები მომდევნო წელზეც უნდა გავრცელდეს, სხვა შემთხვევაში ბიზნესების დიდი ნაწილი გაკოტრდება. თამაზ მახარაძის თქმით, დღემდე ბათუმში მხოლოდ საკარანტინე სივრცეებად გადაკეთებული განთავსების ობიექტები მუშაობენ, თუმცა ამ შემთხვევაში მიღებული შემოსავალი ინფრასტრუქტურის ცვეთის ხარჯებსაც ვერ ფარავს.

BMG-თან საუბრისას მახარაძე ამბობს, რომ რეალობა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა და დღეისთვის ქალაქის სასტუმროების მხოლოდ 10%-ია დატვირთული.

„თუ კრანტინზე მომუშავე სასტუმროებს არ გავითვალისწინებთ, დატვირთულობა 10%-ია. საკარანტინე სივრცეებად სასტუმრო სივრცის გამოყენება იმდენად არის ხსნა, რომ ხელფასებს გავცემთ, მაგრამ რომ დავთვალეთ, ცვეთა იმდენად დიდია, რომ შეიძლება არ გვიღირდეს იმ ხელფასების გადახდა ახლა.

სახელმწიფოს შეღავათები რომ არ გაეწია კატასტროფული მდგომარეობა გვექნებოდა და მადლობლები ვართ ამისთვის, მაგრამ მომავალშიც თუ არ გვაპატიეს აქედანვე ჩანს, რომ ვერაფერს გადავიხდით. დღევანდელი ვითრება ამას აჩვენებს. ეს შეღავათები თუ არ გაგრძელდა მომავალშიც,  ტურიზმს ძალიან გაუჭირდება. ვინც არ მუშაობს კოვიდზე, ძალიან ბევრი დაიხურა, ხელფასები ვერ გაცეს და დახურეს. ჩვენი მოლოდინები უფრო ოპტიმისტური იყო, ვიდრე რეალობაა. ვფიქრობდი, რომ 15 ივლისიდან წამოვიდოდა შიდა ტურიზმი, მაგრამ რომ ვუყურებ რეალობა არსახარბიელოა“ - განაცხადა მახარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა