მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს სისტემა ნაკლებად ქმედითია“ - რატომ გაუქმდა „მწვანე პასპორტი“

61f902b119cfd
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.22 13:52
1474
„მწვანე პასპორტის“ გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მომატებულია და ეს სისტემა ნაკლებად ქმედითია“, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას უწყებათშორის საკოორდინაციო შტაბთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ „მწვანე პასპორტის“ გაუქმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, „მწვანე პასპორტის“ სისტემის გამოყენება საზღვარგარეთ წასვლის მსურველ პირებს კვლავ შეუძლიათ.

„მწვანე პასპორტის“ გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და ეს სისტემა ნაკლებად ქმედითია. იმ ხალხს, ვისაც "მწვანე პასპორტი" საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროება, სისტემით სარგებლობა კვლავინდებურად შეუძლია, ქვეყნის შიგნით კი „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო არ არის“, - თქვა ღიბრაძემ და დასძინა, რომ სახელმწიფო „მწვანე პასპორტის“ შემოწმებას აკონტროლებდა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი არა სავალდებულოობიდან, არამედ მოსახლეობის სურვილიდან გამომდინარეობს.

„თავიდანვე გაჟღერებული იყო, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნებოდა და ეს მოსახლეობის არჩევანი იყო. აცრილთა 42% უკავშირდება არა ვალდებულებას, არამედ მოსახლეობის სურვილს. ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს და შესაბამისად, აცრების რაოდენობას ვერ დავუკავშირებთ“, - განაცხადა ღიბრაძემ.

ჟურნალისტებმა ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის შემთხვევაში „მწვანე პასპორტის“ მოქმედების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ჰკითხეს, რომელმაც განმარტა: „შემოსვლასთან დაკავშირებით დღეს არაფერი შეცვლილა, საჰაერო გზით მუშაობს ორი აცრის პრინციპი, სახმელეთო გზით არის დამატებით პისიარის ტესტის უარყოფითი პასუხი“.