მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს სრულიად სხვა Phubber-ია“ - რას სთავაზობს მომხმარებელს ახალი აპლიკაცია

60c1fa33391c1
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.21 15:49
1065
ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინვაჭრობის პლატფორმა Phubber-მა 50 000 ლარის ინვესტიციით აპლიკაცია სრულიად განაახლა.

როგორც BM.GE-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა განუმარტა, ახალ ტექნოლოგიებზე აგებული პლატფორმა კომპანიის განვითარების გრძელვადიან გეგმებს ემსახურება.

„Phubber-ის აპლიკაციის განახლებაზე მუშაობა, დაახლოებით, მიმდინარე წლის იანვარში დავიწყეთ. ძველი ტექნოლოგია მოკლევადიან პერიოდში Phubber-ის მიზნებს ვეღარ მოემსახურებოდა. ახალი აპლიკაციის შესაქმნელად 3-4 თვე დაგვჭირდა, თუმცა ეს არ არის ძველი აპლიკაციის განახლებული ვერსია, ეს სრულად ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ნულიდან გადაწერილი აპლიკაცია. ფრონტის 166 925-ვე ხაზი ახალი დაწერილია“, - აცხადებს ჩუგოშვილი.

კითხვას - რით განსხვავდება განახლებული აპლიკაცია და რა ფუნქციებით ისარგებლებს მომხმარებელი, Phubber-ის თანადამფუძნებელი ასე პასუხობს: „აპლიკაციის ძირითადი ცვლილება ტექნოლოგიის ცვლილებაა, რომლითაც თანამედროვე და მოქნილ ტექნოლოგიაზე გადავედით, რაც გრძელვადიანი განვითარების საშუალებას გვაძლევს. ამასთან ერთად, მთლიანად რედიზაინი მოხდა და აპლიკაცია 10-ჯერ უფრო სწრაფი გახდა. ეს მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძველი უკვე შენელებული იყო და მომხმარებელს არასასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობდა. გარდა ამისა, ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალები დაემატა, როგორიც არის შეფასებების, ჰეშთეგების, რეკომანდაციების, ერთმანეთისთვის გაგზავნის ფუნქციონალი და ჩვენს Phubber-ში დელივერი სერვისი UBIETY ჩაშენდა“.

რაც შეეხება ახალი ფუნქციონალების დამატებას, გიორგი ჩუგოშვილი სიახლეების უპირატესობებზე საუბრობს: „მომხმარებლის უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია სერვისის გაუმჯობესებისთვის, ამიტომ ნებისმიერი შესყიდვის შემდეგი მყიდველი როგორც ნივთს, ისე ფაბერის სერვისს 1-5 ~ ვარსკვლავითა და კომენტარით შეაფასებს;



ატვირთვა & დრაფტები: ატვირთვის პროცესი რამდენიმე ეტაპად დავყავით, რომ გამყიდველებს ნივთის ვიზუალური მასალისა და დამატებითი ინფორმაციის ამომწურავად მიწოდებაში დავეხმაროთ. ამავდროულად ისინი ატვირთვის ნებისმიერ ეტაპზე ნივთის დრაფტად შენახვას და სასურველ დროს განთავსებას შეძლებენ;



რეკომენდაცია: თუ საინტერესო ნივთი იპოვნეთ და გსურს გაუზიარო მეგობარს, უბრალოდ გაზიარების ღილაკს დააჭერ და მზადაა, შენი "ფაბერის" მეგობარი რეკომენდირებულ ნივთს შეტყობინების სახით მიიღებს.

და ბოლოს #ჰეშთეგები ჰეშთეგებით გამყიდველები საკუთარ ნივთებს მეტ მომხმარებელს მიაწვდიან და ამავდროულად მყიდველებისთვისაც ძებნის პროცესი ბევრად საინტერესო და მარტივი გახდება. გადმოწერე ან განაახლე აპლიკაცია“.



მნიშვნელოვანია, რომ განახლებული აპლიკაცია ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში უკრაინაშიც ჩაეშვება.

„უკრაინაში პირველი მომხმარებლების რეგისტრაციას და ტრანზაქციების განხორციელებას ივნისის ბოლოს-ივლისის დასაწყისში ვგეგმავთ. ახლა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იურიდიულ, საგადასახადო, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, საოპერაციო და სხვა საკითხებთან მიმართებით“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი ჩუგოშვილმა.