მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს - პრეზიდენტი

622f59a08e3d9
მარიამ ვარადაშვილი
14.03.22 19:06
1892

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობას ეხმაურება. 

“გუშინ უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს. მსოფლიო თვალ-ყურს ადევნებს სამოქალაქო ობიექტების განადგურებას, ქალაქის მერების გატაცებასა და ძალადობრივ თავდასხმებს ჟურნალისტებზე. ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს”, - წერს ზურაბიშვილი "ტვიტერზე". 

უკრაინელმა სამართალდამცავებმა გუშინ ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ქალაქ ირპენში რუსეთმა ჯარისკაცებმა New York Times-ის ყოფილი ჟურნალისტი ბრენტ რენო მოკლეს.