მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს უკვე საგანგაშოა - მარინა ენდელაძე Covid- სტატისტიკაზე

5f8bec6d08c3e
სალომე მეცხვარიშვილი
18.10.20 11:17
2498
ეს უკვე აქტიური გავრცელებაა,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ეს რიცხვები უკვე საგანგაშოა.

“საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა. დავინდოთ საკუთარი თავი, ოჯახი, ექიმები, ეპიდემიოლოგები. დავიცვათ რეგულაციები”,- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 8 ადამიანიდან 3 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ახალ ინფიცირებულთა სტატისტიკას, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ქვეყანაში ადამიანი 1 192 დაინფიცირდა. შედეგად ინფექციის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 17477-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი.