23.ივნისი .2022 23:10

ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინა-EU-ის ურთიერთობებში - ზელენსკი

ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინა-EU-ის ურთიერთობებში - ზელენსკი
views 888
უკან

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მადლობას უხდის.

"გულწრფელად მივესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობებში", - წერს იგი.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - სტატუსის პერსპექტივა აღიარა.