24.მარტი .2020 12:42

ეს ვირუსი ტესტია მთავრობისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რა შეუძლიათ კრიზისში - თემურ ჭყონია

views 367
უკან

"კრიზისი გამოაჩენს, რამდენად სერიოზულია სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ბიზნესის, ისე ნებისმიერი ადამიანის", - ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია BM.GE-ისთან კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საზოგადოების სხვადასხვა წრეების პასუხისმგებლობაზე საუბრისას.

"კორონავირუსისგან გადარჩენის თემაა ჭკუა, დისციპლინა, მოტივაცია, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის დონე, შესაბამისად, ამ ვირუსს ერთი "დადებითი" მხარე აქვს - ეს არის ტესტი, როგორც მთავრობისთვის, ისე - ბიზნესისთვის, რა შეუძლია კრიზისულ მდგომარეობაში სახელმწიფოს, რომელი ბიზნესია ძლიერი და რომელ ბიზნესს შეუძლია გადარჩენაზეც იფიქროს, საზოგადოების სრულყოფილი წევრიც იყოს და მასზე იზრუნოს.

ნებისმიერი ადამიანის სახე გამოჩნდება ამ კრიზისულ სიტუაციაში, როგორ იქცევა, რადგან ეს ხომ დროებითია. რაღაც პერიოდში, ეს რომ დამთავრდება, ჩვეულებრივ სიტუაციაში ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რა ვალდებულებები აიღეს საკუთარ საკუთარ თავზე სახელმწიფოს, ბიზნესის, თანამშრომლების წინაშე. ეს არის ტესტირება, რამდენად ჩამოყალიბებულია გამოწვევების წინაშე როგორც ბიზნესი, ისე - სახელმწიფო", - მიიჩნევს თემურ ჭყონია.

ბიზნესის პასუხისმგბლობაზე საუბრისას კი, მან აღნიშნა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მისი სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti მთავრობას საკარანტინე სივრცედ დაუთმოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა