მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ხელს შეუწყობს ინვესტორების შემოსვლას" - რას შეცვლის "საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონი?

5e4ce4441e879
ინგა მურუსიძე
19.02.20 11:50
1709
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ახალი შემოთავაზებული პროექტით ყველა მიმართულებით მოწესრიგდა საინვესტიციო ფონდების საინვესტიციო ჩარჩო. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს შეეხება ასევე საგადასახადო მიდგომას, სადაც სრულად არის გათვალისწინებული საერთაშორიასო პრაქტიკა და ის არის საინვესტიციო ფონდების საქმიანობის მასტიმულირებელი საქართველიოში.

როგორც მიქაბაძემ აღნიშნა, მთავრობისთვის წარდგენილ კანონპროექტზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მთავარი გამოწვევა კანონმდებლობის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანა იყო. მიქაბაძის განცხადებითვე, პროექტში გათვალისწინებულია კერძო სექტორის შეხედულებები.

"ეს არის კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი. ეს არის ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც დანაზოგების აკუმულირებას შეუწყობს ხელს და ფონდები თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მიმართვას შეძლებენ. კანონი ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებასაც, მორგებულია ასევე სრულად საქართველოს ეკონომიკას და მის ვალდებულებებს. ეს არის ძალიან მოქნილი კანონი, ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის და საინვესტიციო ფონდების საქმიანობის სტიმულირებას და ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს“, - განაცხადა მიქაბაძემ.

მისივე თქმით, მთავრობა ვარაუდობს, რომ კანონი საგაზაფხულო სესიაზე იქნება მიღებულ-დამტკიცებული.

რაც შეეხება გამოწვევას, მიქაბაძის თქმით, მთავარი გამოწვევა იყო ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისად კანონის მოყვანა ქართულ რეალობასთან. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ეს იყო მთავარი მსჯელობის საგანი.

„ბაზარზე ძალიან მაღალია საინვესტიციო ფონდების კანონმდებლობაზე მოთხოვნა. დღეს არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ სრულად დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნა, რომელიც ბაზარზე არსებობს. გარდა ამისა, კანონი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ნაცნობი სათამაშო ბაზარი ევროპელი ინვესტორებისთვის, ნაცნობი წესებით და ეს ხელს შეუწყობს ინვესტორების შემოსვლას საქართველოში“, - განმარტავს მიქაბაძე.