მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს ყველაფერი გადაივლის, ჩვენ ახალ რეალობაში გავიღვიძებთ - გიორგი გოცაძე

5e7f1e2087875
თამთა ჯიჯავაძე
30.03.20 09:40
1968
ეს ყველაფერი გადაივლის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ახალ რეალობაში გავიღვიძებთ, ის იქნება სხვანაირი, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოცაძემ გადაცემა “ანალიტიკაში“ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითრების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში მარტო საფრთხეს არ უნდა ვუყუროთ, ვინაიდან ამ ყველაფერს მხოლოდ უარყოფითი მხარეები არ აქვს. 

„ამას ახლავს ძალიან ბევრი პოზიტივი, რომელიც შეიძლება გაცილებით ეფექტურად გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა მოსახლეობამ და ჩვენმა ეკონომიკამ. ეს შეიძლება იყოს ბევრი დისტანციური სერვისის განვითარება. ეს შეიძლება იყოს საერთოდ ახალი სიმძლავრეების შექმნა, ეს შეიძლება იყოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება. ყველანი თუ ერთად ვიქნებით, ჩვენ ამას აუცილებლად გადავივლით და ახალი შესაძლებლობები გაგვიჩნდება ამის მერე, იმიტომ, რომ სახლში ჯდომით ბევრ ახალ რაღაცებს მოვიფიქრებთ“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობა დარჩეს სახლში და მოუწოდებს ყველას, რომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში.